Thursday, June 16, 2016

22 მაისიდან  16 ივნისამდე გავიარეთ 9-დღიანი ტრენინგი. საკმაოდ ნაყოფიერი სამუშაო წარიმართა. ინტელის საგანმანათლებლო კურსის ფარგლებში დავნერგეთ

პროექტებით სწავლების სიახლე, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია როგორც მოსწავლეებში, ისე მშობლებში. პროექტის მიზანია  მოსწავლეებში  21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარება. შევქმენით პროექტი შესაბამისი ნაშრომებით.
ვაწარმოე პორტფოლიო,  რომელიც ავტვირთე ბლოგზე.

Wednesday, June 15, 2016

მე-7 და მე-8 დღეების რეფლექსიები

ტრენინგის მე-7 დღეს ვიმსჯელეთ შეფასების რუბრიკებზე, რომლებიც დაგვეხმარება გავაუმჯობესოთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი და შეფასების სტრატეგიები.
   კიდევ ერთხელ გადავხედეთ პროექტის გეგმა და გავაკეთეთ უკუკავშირი.

ტრენინგის მე-8 დღის თემა იყო ,,ფასილიტაცია ტექნოლოგიებით".ვიმსჯელეთ, როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ჩვენი პროდუქტიულობის გაზრდისა და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის.
ვიმუშავეთ პროექტის გეგმის ერთ-ერთი ნაწილის - დიფერენცირებული სწავლების შევსებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და შევავსეთ გეგმის შესაბამისი ადგილი.

Saturday, June 11, 2016

მეექვსე დღის რეფლექსია

საკმაოდ მნიშვნელოვანი და დატვირთული დღე გვქონდა. შევქმენით მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომები,  მოვახდინეთ ფაილის ინტეგრირება, ბლოგზე ჩაშენება  და დისკზე ატვირთვა.

Saturday, June 4, 2016

    ტრენინგის მე-5 დღეს განვიხილეთ ჯგუფის წევრთა გეგმები, მოხდა უკუკავშირი.
გავეცანით უკუკავშირის ფორმებს, უკუკავშირის მიცემას ციფრულად, საავტორო უფლებების ნორმებს. მათ დასაცავად შევქმენით ბიბლიოგრაფია და ვისწავლეთ მასალის ჩამოტვირთვა ლინკის დადებით. შევქმენით პროექტის პრეზენტაციის შაბლონი.
    დღევანდელი დღეც  ნაყოფიერ იყო.